კორპუსის საფულის შექმნა

თბილისი გრუპი გთავაზობთ სადარბაზოს ელექტრონულ საფულეს, რომელიც კორპუსების მაცხოვრებლებს საშუალებას აძლევს მართონ თანხები თავიანთი შეხედულებებისამებრ.
თუ ლიფტის, სადარბაზოს დასუფთავების, განათების, დომოფონის და სხვა მეზობლებისთვის საზიარო ხარჯების გაღება და შეგროვება თქვენთვის დისკომფორტს წარმოადგენს, მაშინ დროა მიმართოთ კომპანია თბილისი გრუპს, რომელიც დაგეხმარებათ ამხანობის ყულაბის შექმნაში და თქვენს მაგივრად მოაგვარებს ყველა საკითხს.

მოსახლეობა თანხას აგროვებს სადარბაზოს მიმდინარე ხარჯების დასაფარად და ასევე, სხვა საჭიროებებისათვის. თანხის გადახდა ხდება მარტივად TBC pay-ს სწრაფი გადახდის აპარატიდან. სისტემა მთლიანად გამჭირვალეა და თავიანთი დაგროვილი თანხის შემოწმება შეუძლია ყველას TbilisiGroup-ის ვებგვერდზე.